Belive

"ტირილს უნდა მორჩე" - უმარ ნურმაგომედოვი მერაბს მიმართავს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

აბუ-დაბიში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე, უმარ ნურმაგომედოვმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ამ გამარჯვებით კავკასიელმა რეიტინგში სერიოზულად აიწია და როგორც დანა უაითმა თქვა, მერაბსა და ო'მალის შორის გამარჯვებულს ის შეხვდება.

დვალიშვილმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა და განაცხადა, რომ UFC უმარს ეხმარება. თავის მხრივ, უმარმაც მერაბის განცხადება უყურადღებოდ არ დატოვა და საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.

იანმა ტიტულზე 6 გამარჯვების შემდეგ იბრძოლა, ო'მალიმ 4 გამარჯვების შემდეგ. მერაბს შეეძლო გასულ წელს ტიტულისთვის 'ალჯოსთან' ეჩხუბა. ტირილს უნდა მორჩე. უბრალოდ იმის გეშინია, რომ ყველაფერს წაგართმევ. - წერს უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა შონ ო'მალის წინააღმდეგ ჩაენიშნა. UFC-ის ღონისძიება პირველად Sphere-ში გაიმართება და როგორც დანა უაითი ამბობს, რეკორდულ თანხასაც მიიღებს.

სხვა სტატიები