სკანდალი ტაჯიკეთში | ძიუდოს ფედერაციამ ნაკრების ლიდერები 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
ტაჯიკეთის ძიუდოს ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ლიდერები 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ტაჯიკეთის ძიუდოს ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული ნაკრების რამდენიმე წამყვანი სპორტსმენი 4 თვით ჩამოაშორა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზობებს.
სასჯელის მიზეზად დასახელდა სასწავლო-სამწვრთნელი შეკრების სამი ეტაპის გაცდენა, ნაკრების მომზადების დამტკიცებულ გეგმაზე უარის თქმა და სამწვრთნელო შტაბის მრავალჯერადი გაფრთხილებების იგნორირება.
დისკვალიფიცირებულ ძიუდოისტთა სიაში მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიური პრიზიორებიც.
სომონ მაჰმადბეკოვი
ტიმურ რაჰიმოვი
ობიდ ჯებოვი
უმეჯონ რაჯაბოვი
ორიფ აბდულოი
ვიქტორია კისელიოვა
ალექსანდრე კანი