Belive

თემურ ქეცბაია ანორთოსისს დაემშვიდობა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრების და ​კვიპროსული "ანორთოსისის" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია საყვარელ კლუბს დაემშვიდობა.
"ჩემი "ანორთოსელო" მეგობრები, ფამაგუსტელო მეგობრებო. მოვიდა დრო, რომ დაგემშვიდობოთ. 3-წლიანი თავგადასავლის შემდეგ "ანორთოსისიდან" მივდივარ. ერთი წრე დაიხურა და მეორე იხსნება ყველასთვის. მთელი გულით მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და ყველას, ვისთანაც ამ 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. დიდი მადლობა ყველას "ანორთოსისში" ნაცნობსა და უცნობს, ვინც ასე თბილად, რწმენით და სიყვარულით დამიდგა მხარში. შენ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გიკავია ჩემს გულში. მე შენს სიყვარულს სამუდამოდ ვინახავ. მე სამუდამოდ ვიქნები "ანორთოსისის" მომხრე და თვალს ვადევნებ მის ყოველ ნაბიჯს! გმადლობთ!", - წერს თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში.
თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისში" დაბრუნების შემდეგ, სამ წელიწადში კვიპროსის თასის მოგება მოახერხა და პირველ სეზონში გუნდი თანაბარი ქულებით პირველ პოზიციაზეც გაიყვანა, თუმცა ჩემპიონად "ომონია" გამოაცხადეს.  

სხვა სტატიები