Belive

თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება

1 წლის წინ სხვა
4 წთ

2023 წლის 8-9 ივლისს, თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება, რომელსაც მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლე და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის სათადარიგო მძლეოსნური სტადიონი უმასპინძლებს.

ეროვნული ჩემპიონატის ძირითად მიზანს 2023 მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების დაკომპლექტებისათვის კანდიდატების შერჩევა - გამოვლენა წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები

  • პირველი ჯგუფი - თბილისი, აჭარა, ქუთაისი, ახალციხე, ვანი, ოზურგეთი,ფოთი.
  • მეორე ჯგუფი - ხობი,აბაშა, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ჭიათურა, მარტვილი, წყალტუბო, ბორჯომი, ზუგდიდის კლუბი ,,ბუბა“, სამტრედია, ასპინძა, ზუგდიდი,ხონი, ყვარელი, სიღნაღი, დუშეთი.

I ჯგუფში - 10 სპორტსმენი (ქალების და მამაკაცების ნებისმიერი რაოდენობა) + 2 მწვრთნელ-წარმომადგენელი, სულ 12 მონაწილე იასპარეზებს. II ჯგუფში - 6 სპორტსმენი (ქალებისა და მამაკაცების ნებისმიერი რაოდენობა) +1 მწვრთნელ-წარმოამდგენელი, სულ 7 მონაწილე იასპარეზებს. თითოეულ სპორტსმენს უფლება აქვს გამოვიდეს ნებისმიერ 2 სახეობაში და 1 ამანათრბენში. გუნდებს უფლება აქვთ ერთ სახეობაში გამოიყვანონ სამი სპორტსმენი. ჭოკით ხტომა და უროს ტყორცნა გუნდურ ჩათვლაში არ შედის.

შეჯიბრების პროგრამა

მამაკაცები: 100-200-400-800-1500-3000-5000-110მ/თ,სიგრძეზე ხტომა, სამხტომი,სიმაღლეზე ხტომა, ჭოკი, ბირთვი,შუბი, ბადრო, ურო.

ქალები: 100-200-400-800-1500-3000-5000-100მ/თ, სიგრძეზე ხტომა, სამხტომი,სიმაღლეზე ხტომა, ჭოკი, ბირთვი,შუბი, ბადრო, ურო.

შერეული შვედური ამანათრბენი: 400 (კაც)-300 (ქალ)-200 (კაც)-100(ქალ).

ჯგუფებში გამარჯვებული გუნდების გამოვლენა მოხდება შეჯიბრების ჩატარების არსებული წესების მიხედვით. გუნდურ ჩათვლაში ქულები ეწერებათ გუნდებს დიდების მე-3 თანრიგის შესრულების შემთხვევაში. შეჯიბრებაზე დაიშვებიან 2006-2007-2008-2009-2010 წწ დაბადებული სპორტსმენებიც.

გამარჯვებული სპორტსმენები ჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით თუ შეჯიბრებაზე მონაწილეობს არანაკლებ ორი მონაწილისა თითოეულ სახეში. ასევე გამარჯვებული გუნდები ჯილდოვდებიან თასებითა და დიპლომებით.

საქართველოს   ეროვნული  ჩემპიონატი მძლეოსნობაში (I დღე - 8 ივლისი)

  • 10:30  5000მ.ფ/გარბენი
  • 11:00  110მ/თარჯრბენი ფ/გარბენი   - მამაკაცები   სამხტომი - ქალები სიმაღლეზე ხტომა - ქალები/კაცები ბირთვის კვრა - ქალები შუბის ტყორცნა -ქალები
  • 11:15  100მ/თარჯრბენი - ქალები
  • 11:25  100მ. გარბენები - ქალები
  • 11:30 შუბის ტყორცნა - კაცები
  • 11:45 100მ. გარბენი - კაცები
  • 12:00 სამხტომი - მამაკაცები ბირთვის კვრა - მამაკაცები 100მ. გარბენი -კაცები
  • 12:10  400მ. ფ/ გარბენები -ქალები
  • 12:10  400მ. ფ/ გარბენები -ქალები
  • 12:25  400მ. ფ/ გარბენები- მამაკაცები
  • 12:45  5000მ. ფ/ გარბენები - ქალები
  • 13:15  100მ ფინალი „ბ“ -ქალები
  • 13:20  100მ ფინალი „ა“ -ქალები
  • 13:25  100მ ფინალი „ბ“ -მამაკაცები
  • 13:30  100მ ფინალი „ა“ -მამაკაცები
  •  13:40  1500მ. ფ/გარბენი - ქალები
  • 13:50  1500მ. ფ/გარბენი - მამაკაცები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში (II დღე -9 ივლისი)

  • 11:00  200მ. გარბენები - ქალები სიგრძეზე ხტომა - ქალები ჭოკით ხტომა - ქალები/მამაკაცები ბადროს ტყორცნა - ქალები
  • 11:25  200მ. გარბენები - მამაკაცები
  •  11:30  ბადროს ტყორცნა -მამაკაცები
  • 11:50  800მ. ფ/ გარბენები - ქალები
  • 12:00  800მ. ფ/ გარბენები - მამაკაცები უროს ტყორცნა - ქალები
  •  12:10  სიგრძეზე ხტომა - მამაკაცები
  • 12:15  3000მ. ფ/ გარბენი -ქალები
  • 12:30 უროს ტყორცნა -მამაკაცები
  • 12:40  200მ. ფინალი ,,ბ“ -ქალები
  • 12:45  200მ ფინალი ,,ა“-ქალები
  •  12:50  200მ. ფინალი ,,ბ“ -მამაკაცები
  • 12:55  200მ. ფინალი ,,ა“ -მამაკაცები
  •  13:00  3000მ. ფ/ გარბენები - მამაკაცები
  •  13:30  შერეული შვედური ამანათრბენი - 400მ (კაცი) -300მ. (ქალი) – 200მ. (კაცი) – 100მ. (ქალი)

სხვა სტატიები