გადაწყვეტილება საბოლოო - გიგამ მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი დაიბრუნა
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი დაუბრუნდა და მსოფლიო რეკორდიც მის სახელზეა. საქართველოს დელეგაციამ მაროკოს და პოლონეთის გაპროტესტებაზე აპელაცია მოიგო და კუთვნილი ჯილდოებიც ქართველმა პარასპორტსმენმა შეინარჩუნა.
ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ბირთვი 9.66 მეტრზე გაისროლა და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
რამდენიმე საათის შემდეგ კი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ გიგას მსოფლიო რეკორდი გაუუქმეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს, ამის მიზეზი შეჯიბრის დასრულების შემდეგ მაროკოს და პოლონეთის დელეგაციების გაპროტესტება გახდა.