Belive

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრები საქართველოში 7 მედლით დაბრუნდა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს თავისუფალი სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 7 მედლით (10 წონიდან 7-ში მედალი) დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები გიორგი მაისურაძე (51 კგ) და სანდრო ყურაშვილი (92 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს მათე ცინაძე (45 კგ) დაეუფლა. ბრინჯაოს მედლები -გეგი ონიანმა (48 კგ); არშაკ ლულუკიანმა (55 კგ); კონსტანტინე პეტრიაშვილმა (80 კგ) და სანდრო აბრამიშვილმა (110 კგ) მოიპოვეს.

სხვა სტატიები