Belive

"თეთრი სახლის ბრძოლები მზადაა" - დანა უაითი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითი ამბობს, რომ თეთრი სახლის ბრძოლები უკვე შედგენილია და ამ კვირაში ყველაფერი გვეცოდინება. ამის შესახებ თავად UFC-ს პრეზიდენტმა განაცხადა. საინტერესოა ისიც, რომ დანას კონორის ამ ქარდზე ყოფნა, არ ყოფნაზე ზუსტი პასუხი არ გაუცია.

-ბრძოლები მზადაა და ყველაფერი ამ კვირაში გამოცხადდება. ამ ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავთ. როგორც წესი მომავალი ღონისძიების დაფას საკუთარ ოფისში ვკიდებთ. ამ საღამოს ბრძოლები ამ დაფაზეც კი არაა. თეთრ დაფაზე დავწერდით თუ არა წყვილებს, იმ წამსვე ვშლიდით.

- ამ ქარდზე კონორ მაკგრეგორს ვიხილავთ?

- ვნახოთ... - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ UFC აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ისტორიული ღონისძიების გამართვას გეგმავს. დანა უაითს სურს, რომ ჩხუბები თეთრი სახლის ეზოში გამართოს და ამისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა.

სხვა სტატიები