Belive

"ილია ბევრად საშიშია, ვიდრე პიბლეტი" - ჯასტინ გეიჯი

8 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯიმ ილიას და პედი ბრძოლები ერთმანეთს შეადარა. მსუბუქი წონის ჩემპიონი ამბობს, რომ თოფურიასთან ჩხუბი ბევრად მძიმე იყო და "მატადორიც" მეტად საშიშია, ვიდრე ინგლისელი.

ილია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ერთ-ერთი ყველაზე საშიშია და შესაბამისად, პადიზეც ბევრად საშიშია. პადის ძალიან უცნაური სტილი აქვს, უცნაურად მოძრაობს, უცნაური კუთხეებიდან ისვრის დარტყმებს. ამიტომ მასთან ჩხუბი თავიდან უცნაური იყო. ვფიქრობ, ილია მეტად სახიფათოა. პადიც საშიშია მაგრამ, ვფიქრობ 100-დან 97 შემთხვევაში ილია მოუგებს. - ამბობს ჯასტინ გეიჯი

შეგახსენებთ, რომ გეიჯის ორივე - ილიაც და პადიც დამარცხებული ჰყავს. მან მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი სწორედ ილიასთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.