"თეთრ სახლში ბრძოლისთვის ვემზადები" - კონორ მაკგრეგორი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც ჩანს, კონორ მაკგრეგორის კონტრაქტმა ძალა დაკარგა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელი UFC-ში ბრძოლას მაინც გამართავს.
თეთრ სახლში ბრძოლის ჩასატარებლად ვემზადები. თებერვალში UFC-სთან მოლაპარაკებებს გავმართავ. ჩემმა კონტრაქტმა ფაქტობრივად ძალა დაკარგა, რადგან PPV გაუქმებულია. ჩემი შეთანხმება კი ზუსტად ამაზე იყო დამყარებული. - განაცხადა კონორმა
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.
დიდია ალბათობა, რომ თეთრ სახლში კონორის მოწინააღმდეგე მაიკლ ჩენდლერი იქნება.