Belive

ტედი რინერმა მსოფლიო ჩემპიონის მე-11 ტიტული მოიპოვა | VIDEO

11 თვის წინ სხვა
1 წთ

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, +100 წონით კატეგორიაში, ტედი რინერმა პუბლიკა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ფინალში, ოქროს დროში ინალ ტასოევი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეთერთმეტედ დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტასოევს საკამათო ვაზარი არ ჩაუთვალეს, რამაც სოციალური ქსელების მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.

სხვა სტატიები