ჭიკაძე მომავალ მეტოქეს: ,,საავადმყოფოში გაგგზავნი''
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, მომავალ მეტოქეს, კელვინ კატარს, სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:
,,შემდეგ კვირას UFC-ში ყველაზე რთული ბრძოლა მელის. ამ ბიჭს პატივს ვცემ. მე მხოლოდ სამი რამისთვის ვჩხუბობ - ხალხს დარტყმით თავი მოვაძრო, მეტოქე დარტყმით გავთიშო, შენ კი საავადმყოფოში გაგგზავნი. შაბათს ღამით ამას გავაკეთებ,'' - დაწერა ჭიკაძემ ტვიტერის პირად გვერდზე.ჭიკაძისა და კატარის დაპირისპირება 16 იანვარს გაიმართება. გიგამ ბოლო ბრძოლა 28 აგვისტოს ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა.
Flying the flag! 🇬🇪@Giga_Chikadze representing Georgia at #UFCVegas46 next Saturday! pic.twitter.com/oMiwAPf7G1 — UFC Europe (@UFCEurope) January 6, 2022