თბილისი 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
თბილისი ფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე FIE - ს კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, თბილისის სასარგებლოდ ხმა 134-დან, 120-მა დელეგატმა მისცა.
დელეგატებს თბილისის კანდიდატურა ნინო ჯერენაშვილმა წარუდგინა.