Belive

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი, FIE-ს კაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა

11 თვის წინ სხვა
1 წთ

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი, FIE-ს კაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) წელს, ბოლოჯერ განაახლა რეიტინგი, სადაც ქართველი მოფარიკავე 284 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, ამჯერად ამერიკელ ელი დერშვიცს 111 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ წელს მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავის ჯილდოც მიიღო, პრიზი ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში FIE-ის კონგრესზე გადაეცა. სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. მან გასული სპორტული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა - გახდა ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

სხვა სტატიები