Belive

2 დღე ევროპის ჩემპიონატამდე | შეჯიბრის განრიგი ცნობილია

13 საათის წინ სხვა
1 წთ

თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი კონტინენტის პირველობას 16-19 აპრილს გაიმათება, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, სატურნირო განრიგი გახდა ცნობილი.

ყველაფერი 15 აპრილიდან იწყება, სადაც 16:00 საათზე ტურნირის წილისყრა გაიმართება, სადაც საშეჯიბრო ბადეები გაირკვევა.

  • 16 აპრილი | I საშეჯიბრო დღე: კაცები: 60 კგ, 66 კგ ; ქალები: 48 კგ, 52 კგ

  • 17 აპრილი | II საშეჯიბრო დღე: კაცები 73 კგ ; ქალები: 57 კგ, 63 კგ

  • 18 აპრილი | III საშეჯიბრო დღე: კაცები: 81 კგ, 90 კგ ; ქალები: 70 კგ

  • 19 აპრილი | დასკვნითი საშეჯიბრო დღე: კაცები: 100 კგ, +100 კგ ; ქალები: 78 კგ, +78 კგ

ყოველ დღე, წინასწარი შეხვედრები - 10:30 აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი - 16:00 საათზე დაიწყება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობა არ შედგება. შერეული გუნდური პირველობა 7 ნოემბერს სერბეთში ჩატარდება.

სხვა სტატიები