Belive

ხვალ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიადაზე ორი ქართველი იასპარეზებს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გივი მაჭარაშვილი 97 კგ. წონით კატეგორიიდან ხვალ ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

1/8-ფინალში გივი სამხეთ აფრიკელ დე ლანეს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძისა და თურქ ჩიფჩის შორის გამარჯვებული იქნება.

გივი მაჭარაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია და ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი.

გოდერძი ძებისაშვილიც ხვალ, 65კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი 1/8-ფინალში რეიტინგის პირველ ნომერს, სომეხ ტევანიანს დაუპირისპირდება, წყვილიდან გამარჯვებული კი შემდეგ შეხვედრას კუბელ ვალდეს ტობისა და მონღოლ თემურ ოჩირს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეხვედრები 13:30დან დაიწყება

სხვა სტატიები