Belive

"თავად აირჩიე როგორ გაგთიშო" - თოფურია მაქს ჰოლოუეის

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა, მასთან ბრძოლის მსურველთა რაოდენობა არ წყდება. UFC 300-ის შემდეგ, თითქოს გადაწყდა, რომ "მატადორისა" და "დალოცვილის" ბრძოლა შედგება. მაქს ჰოლოუეიმ BMF-ის ქამრისთვის შერკინებაში გეიჯი დაამარცხა და საკუთარი შესრულებით MMA-ს სამყარო კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ილია და მაქსი სოციალურ ქსელში უკვე დიდი ხანია აქტიურობენ და მათი დაპირისპირების მიმართ ინტერესს ზრდიან. რამდენიმე საათის წინ თოფურიამ დაწერა, რომ აბუ-დაბიში ბრძოლა სურს და იმედოვნებს მეტოქეც გამოეძებნება. თავის მხრივ ამ პოსტს გამოეხმაურა მაქს ჰოლოუეიც, რომელიც ამბობს რომ მზადაა. ილიას პასუხის პასუხმა კი არ დააყოვნა:

აირჩიე თარიღი, თავად აირჩიე როგორ დაგამარცხო და აქ დაწერე. მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შუქები ჩაგიქრო. დანას დაურეკე. - წერს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 18 თებერვალს იჩხუბა. სწორედ მაშინ, როცა ალექს ვოლკანოვსკი გათიშა და ისტორიაში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები