ტაცურუ საიტომ შესაძლოა კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულოს
22 წლის იაპონელმა ძიუდოისტმა - ტაცურუ საიტომ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაასრულოს.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, 22 წლის იაპონელმა კისრის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა კისრის ოპერაციის გარდა, მას სუსტი კუნთების გამაგრება სურს, ასევე თიაქარის პრობლემა აქვს და იმაზეც უნდა იმკურნალოს, გარდა ამ ყველაფრისა, მას ხერხემლის სტენოზი აწუხებს და ოპერაცია სჭირდება.
ამ ყველაფრის შესახებ, 22 წლის ძიუდოისტმა თავად ისაუბრა.
„კისრის ოპერაცია გავიკეთე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა გარდა კისრისა, სუსტ კუნთებს გავამაგრებ და ყველანაირად ვცდილობ, რომ მალე ჩავდგე ფორმაში.
სამწუხაროა, რომ კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მომიწევს: თიაქარზე და ზურგის არხის სტენოზის გამო, თუმცა მინდა, რომ 2025 წლის ნოემბრამდე დავბრუნდე - ექიმები ამის იმედს ჯერჯერობით ვერ მაძლევენ, თუმცა მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
შევხედავ 2025 წლის ნოემბრამდე, იმ შემთხვევაში თუ რეაბილიტაციის პროცესი კარგად წავა, აუცილებლად დავბრუნდები, დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კარიერის დასრულება 22 წლის ასაკში არ მომიწევს..." - ტაცურუ საიტო
ტაცურუ საიტო იაპონიის ნაკრების წევრია და იგი +100 კგ-ში ჭიდაობს. იგი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია, გუნდურ პირველობაში კი 2-ჯერ შეძლო იაპონიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა.
22 წლის იაპონელს იერუსალიმის მასტერსი აქვს მოგებული, გარდა ამისა, მან შეძლო და 2021 წელს ბაქოს, 2024 წელს კი ასტანის გრანდ სლემი მოიგო.