ტასოევი: ,,თავიდან ცოტათი დავიბენი, რადგან არ ვიცოდი, რა ქულით შეაფასებდნენ თუშიშვილის გდებას''
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ინალ ტასოევმა, გურამ თუშიშვილთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა:
- ფინალში ცოტა ვინერვიულეთ, როცა დაწინაურება პირველმა თუშიშვილმა შეძლო...
- არ დავმალავ, როგორც იტყვიან, ასე დიდი ხანია არავის ,,გავუგორებივარ''... თავიდან ცოტა დავიბენი, რადგან არ ვიცოდი, რა ქულით შეაფასებდნენ თუშიშვილის გდებას. შემდეგ ძალები მოვიკრიბე და ბრძოლა გავაგრძელე. უნდა ვთქვა, რომ გურამსა და მის მწვრთნელს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთის მეტოქეები ვართ...'' - ინალ ტასოევი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გურამ თუშიშვილი ინალ ტასოევთან დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.