Belive

ტაისონ ფიურიმ ბრიტანეთის პრემიერობა მიზნად დაისახა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი, როგორც ჩანს, პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. საკუთარი ახალი რესტორნის, Sultan of Lancaster Experience-ის გახსნაზე საუბრისას ფიურიმ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, რომ ხმა მისცენ მომავალ არჩევნებში.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს მოხვედით და არ დაგავიწყდეთ, ხმა მომეცით 2030 წელს,გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე."
ჯერ კიდევ 2015 წელს, ფიურის ჰქონდა ამბიცია, რომ გამხდარიყო მისი ოლქის დეპუტატი.
"მინდა, უკეთესობისკენ შევცვალო ადგილი, სადაც ვცხოვრობ" - ასეთი იყო მისი განცხადება 7 წლის წინ.
ტაისონი ერთადერთი არაა ოჯახიდან, ვისაც პოლიტიკაში ჩართვის სურვილი აქვს. მისმა მამამ ჯონმა არ დამალა, რომ ძალიან სურს გახდეს მანჩესტერის მერი.
”მე ვაპირებ მომავალ არჩევნებში მანჩესტერის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა წამოვაყენო, რადგან ეს პოლიტიკოსები აბსოლუტურად უსარგებლონი არიან და ვფიქრობ, რომ მათზე უკეთესად შემიძლია გავაკეთო საქმე”- განაცხადა ჯონ ფიურიმ.
მხოლოდ მძიმეწონოსნის პოლიტიკურმა კომენტარებმა არ გამოიწვია სკეპტიციზმი, ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ფიურიმ პროფესიონალური კრივი სრულად დატოვა. გავრცელდა ჭორები, რომ "Gypsy King" საკუთარ თანამემამულესთან ენტონი ჯოშუასთან გეგმავს ორთაბრძოლას. ამ ყველაფრის პარალელურად, ვრცელდება ხმები, რომ AJ ჰაფტორ ბიორნსონთან აპირებს საგამოფენო ბრძოლის ჩატარებას.

სხვა სტატიები