Belive

ფიური VS ჩიზორა 3 | ბრძოლა 3 დეკემბერს იგეგმება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 დეკემბერს ტაისონ ფიურისა და დერეკ ჩიზორას დაპირისპირება შედგება.

მას შემდეგ, რაც ფიურისა და ჯოშუას ბრძოლა ჩაიშალა, ბრიტანელმა ახალი მეტოქის ძებნა დაიწყო. უკვე მესამე კვირაა, რაც ტაისონი და დერეკი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მიუხედავად იმისა, რომ "Gypsy King"-მა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ჩანს ბრძოლისთვის თავის დანებება უჭირს. ის ჯერ კიდევ ფლობს WBC-ის მძიმეწონის ჩემპიონის ქამარს.

დერეკ ჩიზორას კარიერაში 45 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 33 მოიგო და აქედან 23 ნოკაუტით. ბრიტანელმა ბოლო შეხვედრა 9 ივლისს კუბრატ პულევის წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა. ჩიზორამ მსოფლიო დონის ტიტულისთვის მხოლოდ ერთხელ იბრძოლა, სადაც ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ 12-რაუნდიან ბრძოლაში პირნათლად დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ფიური და ჩიზორა აქამდე ორჯერ შეხვდნენ და ორივე ბრძოლა ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა.

სხვა სტატიები