Belive

ტაიგერ ვუდსის 27 წლიანი და 500 მილიონიანი ხელშეკრულება ნაიკთან დასრულდა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ტაიგერ ვუდსის 27 წლიანი და 500 მილიონიანი ხელშეკრულება ნაიკთან დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას სპორტსმენი თავის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

27 წელზე მეტი ხნის წინ მე გამიმართლა, რომ დავიწყე პარტნიორობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ბრენდთან. მას შემდეგ, ბევრი საოცარი და მოგონებებით სავსე მომენტი იყო, მათი ჩამოთვლა გამიჭირდება, რადგან თუ დავიწყე ვერასდროს მოვრჩები. ფილ ნაითის ("ნაიკი"-ს დამფუძნებელი) ხედვამ გააერთიანა "ნაიკი"-სა და "ნაიკ გოლფი"-ს პარტნიორობა და მინდა პირადად მადლობა გადავუხადო მას ამ თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მქონდა პატივი მემუშავა საოცარ სპორტსმენებთან. ხალხი იკითხავს, არის თუ არა სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ეტაპი. დიახ, აუცილებლად იქნება. შევხვდებით ლოს ანჯელესში! - ტაიგერ ვუდსი

ამერიკელმა გოლფის მოთამაშემ სპორტულ ბრენდთან თანამშრომლობის პერიოდში დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მან ნაიკთან კონტრაქტი პროფესიონალური კარიერის დასაწყისში, 20 წლის ასაკში, 1996 წელს გააფორმა.

ვუდსის თავდაპირველი ხელშეკრულება 5 წელიწადში 40 მილიონ დოლარს შეადგენდა. მას შემდეგ ლეგენდარული გოლფის მოთამაშე 15 მთავარი ტურნირის და 82 PGA ტურის ტიტულის მფლობელი გახდა და ნაიკის ანაზღაურებაც შესამჩნევად გაიზარდა.