Belive

"სუპერმსუბუქ წონაში საუკეთესო ფინიშერი მე ვარ" - პაჩი მიქსი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

Bellator-ის ჩემპიონი პატრიკ "პაჩი" მიქსი თავს საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლად თვლის. მას კარიერაში 20 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 19 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. "პაჩიმ" აღნიშნული მარცხი 4 წლის წინ განიცადა.

"პაჩი" მერაბ დვალიშვილის წონით კატეგორიაში, სუპერმსუბუქ დივიზიონში იბრძვის. თუ ამერიკელი ამბობს რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა, იგულისხმება რომ მერაბის დამარცხებაც შეუძლია.

ვიცოდი, რომ მერაბის და უმარი ბრძოლა ძალიან კარგი იქნებოდა. ორივესთან მივარჯიშია და ვიცოდი, რომ მერაბის გამძლეობა გაგვაოცებდა. მერაბი პატივსაცემი ადამიანია და მისი გამარჯვება ძალიან გამიხარდა.

ვთვლი, რომ 61 კილოგრამში ორი საუკეთესო მებრძოლია - მე და მერაბი. მსოფლიოში სუპერმსუბუქ წონაში საუკეთესო ფინიშერი მე ვარ. ჩემი და მერაბის დაპირისპირება საოცარი სანახაობა იქნება. ჩემი მიზანია დავამტკიცო, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. - განაცხადა პატრიკ მიქსმა

შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი პირველია, ვინც უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, "მანქანა" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში "ახალგაზრდა არწივის" მიწაზე გადაყვანა შეძლო. საჩემპიონო ჩხუბში დვალიშვილმა რეკორდის დამყარებაც შეძლო. UFC-ის ისტორიაში მან ყველაზე მეტი - 92 გდება შეასრულა და ამით ლეგენდარულ ჯორჯ სენ-პიერს გადაუსწრო.

სხვა სტატიები