"ხალხი სპეკულირებს, ჩემი მთავარი მიზანი მადალენაა" - კარლოს პრატეში
13 საათის წინ
სხვა
1 წთ
სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები, რომ მაკგრეგორი კარლოს პრატეშის წინააღმდეგ დაბრუნდებოდა. ამის შესახებ არაერთი გამოცემა წერდა. ამის შესახებ თავად კარლოსსაც ჰკითხეს და თქვა, რომ კონორთან ჩხუბი მას არ აინტერესებს.
ხალხი სპეკულირებს. ისინი საუბრობენ, მაგრამ ოფიციალურად ჩვენთვის არავის მოუმართავს. მე მშვიდად ვარ და ვარჯიშს ვაგრძელებ. ჩემი მთავარი მიზანი ჯეკ დელა მადალენაა, ბიჭი რომელთან გამარჯვებაც ქამრამდე მიმიყვანს. - განაცხადა პრატეშმა
🚨 Carlos Prates confirms that the Conor McGregor talk is just speculation for now 🤔, and his full focus remains on facing Jack Della Maddalena next
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) February 24, 2026
" People are speculating, but so far, officially, nothing has come to us. My main goal is Jack Della Maddalena."
via: @mmahoje pic.twitter.com/NFiX2f0vvY
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. ჯერჯერობით ცნობილი არაა, იჩხუბებს თუ არა კონორი თეთრ სახლში.