Belive

SPORTbible-მა საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგი გამოაქვეყნა

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ბრიტანულმა გამოცემა SPORTbible-მა Tiermaker-ის გამოყენებით, იმ მოკრივეთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჟურნალი Ring-ის პრესტიჟული ჯილდო "წლის მებრძოლის" წოდება აქვთ მიღებული. "ყველა დროის საუკეთესოდ" შეფასდნენ: ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო და საშუალო წონაში დიდებული ჩემპიონი მარვინ ჰაგლერი. საინტერესო ფაქტია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთსო მოკრივე, "რკინის მაიკი" კატეგორია "გადაფასებულში" მოხვდა. მაიკ ტაიოსონს პროფესიულ რინგზე 44 ორთაბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული. ტაისონთან ერთად კატეგორია "გადაფასებულში" მოხვდა კრივის მსოფლიო ექს-ჩემპიონი ოსკარ დელა ჰოიაც, რომელმაც ჯილდო "წლის მებრძოლი" 1995 წელს მიიღო. ბრიტანულმა გამოცემამ კატეგორია "ლეგენადაში" შეიყვანა როი ჯონსი, პერნელ უიტაკერი - ამერიკელი მოკრივე მსუბუქ წონაში ასპარეზობდა და კარიერის განმავლობაში გამართული 46 ბრძოლიდან 40 თავის სასარგებლოდ დაასრულა. უიტაკერმა 1984 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. პერნელ უიტაკერი ჟურნალმა "რინგმა" 1989 წლის "საუკეთესო მოკრივედ" დაასახელა. ჯონსთან და უიტაკერთან ერთად "ლეგენდის" კატეგორიაში არიან ბერნარდ ჰოპკინსი და ხულიო სეზარ ჩავესიც. ყველაზე დაბალი შეფასება გლენ ჯონსონმა მიიღო, რომელიც ჟურნალმა "რინგმა" "წლის მებრძოლად" 2004 წელს დაასახელა.

ყველა დროის საუკეთესო: ფლოიდ მეივეზერი, მენი პაკიაო, მარვინ ჰაგლერი ლეგენდა: როი ჯონსი, პერნელ უიტაკერი, ევანდერ ჰოლიფილდი, ხულიო სეზარ ჩავესი, ბერნარდ ჰოპკინსი, ხუან მანუელ მარკესი, ანდრე ვორდი, ფელიქს ტრინიდადი (ტიტო) მომავლის ლეგენდა: ტაისონ ფიური, კანელო ალვარესი, ტეოფიმო ლოპესი, ვასილ ლომაჩენკო, ოლექსანდრ უსიკი დაუფასებელი: კარლ ფრემპტონი, სერხიო მარტინესი, მაიკლ კარბაიალი, ჯეიმს ტონი გადაფასებული: მაიკ ტაისონი, ოსკარ დე ლა ჰოია, რიდიკ ბოუი, დონალდ კარი სოლიდური: რიკი ჰატონი, სერგეი კოვალევი, პოლი აიალა, ადონის სტივენსონი, ვერნონ ფორესტი მოხეტიალე: გლენ ჯონსონი

სხვა სტატიები