Belive

დანა უაითს ტაისონისა და ჯეიკ პოლის დაპირისპირების იდეა არ მოსწონს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ცნობილმა პლატფორმა Netflix-მა საბრძოლო სპორტში საოცარი სანახაობით შეაბიჯა. ისინი პირდაპირ ეთერში გაუშვებენ მატჩს, რომელიც ჯეიკ პოლსა და ყოფილი მძიმეწონის ჩემპიონს მაიკ ტაისონს დაუპირისპირდება. ბრძოლა 20 ივლისს დალასში შედგება. აღნიშნული ინფორმაცია თავად მაიკ ტაისონმაც დაადასტურა.

ამ ბრძოლა თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. გარდა ასაკში დიდი სხვაობისა, შეხვედრა უცნაურად გაიმართება. მოკრივეები დიდი (16 უნციანი) ხელთათმანებით გამოვლენ და თავზე დამცავი შლემებიც ეკეთებათ.

ამ ჩხუბის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი UFC პრეზიდენტი დანა უაითიც.

ვინმეს აინტერესებს რას ვფიქრობ ამის შესახებ? ეს ჩემი ბრძოლა არ არის. მაიკ ტაიონი ძალიან მიყვარს, ის ჩემი მეგობარია და ის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ათლეტია. არ ვიცი ვნახოთ რა შეუძლია მაიკს. არ მიყვარს ისეთი ბრძოლების ყურება, სადაც 31-წლიანი სხვაობაა. თქვენ კარგად იცით რას ვფიქრობ ამის შესახებ. მაიკი გიჟდება, როცა ამას ვამბობ მაგრამ... ის 60 წლის არის. - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ამერიკელ იუთუბერს ჯეიკ პოლს კრივში 9 პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული. პოლმა 8 შემთხვევაში გაიმარჯვა.

ამჟამად ჯეიკი 25 წლის არის, ლეგენდარული მაიკი კი 57-ის. თუმცა, აქვს იმასაც გეტყვით, რომ ბრძოლის დროს ტაისონი უკვე 58 წლის იქნება.

სხვა სტატიები