Belive

სფფ-მ 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა წარადგინა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

9 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების უახლოესი 4-წლიანი გეგმა წარადგინა.

სტრატეგიული გეგმა, რომელიც 10 თვის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლების მონაწილეობით მუშავდებოდა, საბოლოო სახით ქართული ფეხბურთის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების თანდასწრებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და უეფას სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, ოლექსანდრ კუჩევიავმა წარადგინეს.

სტრატეგიული გეგმა 4 წელიწადზეა გათვლილი და 2026 წლის ბოლომდე დასახული პროექტების შესრულებას ისახავს მიზნად.

სტრატეგიული გეგმის საკვანძო მიმართულებებია:

  • ეროვნული გუნდები
  • ეროვნული ჩემპიონატები
  • ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება
  • მასობრივი ფეხბურთი 
  • ქალთა ფეხბურთი 

ამ ძირითადი მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებლად შესასრულებელ მთავარ აქტივობებს შორისაა:

  • ორგანიზაციული განვითარება
  • პროფესიული განვითარება
  • ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჩართულობის ზრდა
  • ფინანსური სიძლიერე
  • საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება
  • ტექნოლოგიური განვითარება
  • ანალიტიკის მიმართულების გაძლიერება

სხვა სტატიები