Belive

სოიჩი ჰაშიმოტო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

8 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც იაპონური და მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ შოჰეი ონომ კარიერა დაასრულა -73 კგ. კატეგორიაში ვაკანტური ადგილი გამოჩნდა, რომელიც სოიჩი ჰაშიმოტომ შეავსო. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყანას სწორედ ჰაშიმოტო წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს 31 წლის ტიტულოვანი სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე პირველი ასპარეზობა იქნება. სახელოვან ონოსთან კონკურენციის გამო სოიჩის ოლიმპიურ თამაშებზე შანსი არ ეძლეოდა. აღსანიშნავია, რომ ჰაშიმოტო უამრავ გრან პრის, გრანდ სლემისა და მასტერსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც არის. 

ასე გამოიყურება იაპონიის ძიუდოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ოლიმპიადისათვის:

მამაკაცები

-73 კგ. - სოიჩი ჰაშიმოტო

-81 კგ. - ტაკანორი ნაგასე

-90 კგ. - სანშირო მურაო

+ 100 კგ. - ტაცურუ საიტო

ქალები

- 57 კგ. - ჰარუკა ფუნაკუბო

+ 78 კგ. - აკირა სონე

 

 

სხვა სტატიები