Belive

სნუპ დოგი ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

26 ივლისს პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართება. ამ ღონისძიებამდე, ოლიმპიურ სოფელში, ტრადიციულ ოლიმპიურ ცეცხლს ამერიკელი რეპერი, სნუპ დოგი მიიტანს.

სნუპი საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება, როგორც ამერიკული ტელეარხის NBC-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა. საფრანგეთის ჩრდილოეთში არსებული ქალაქის, სენ-დენის მერმა, მეთიუ ჰანოტინმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც სნუპი ჩირაღდანს დანიშნულების ადგილზე მიიტანს, სენ-დენის საკათედრო ტაძრის წინ, 2024 წლის ევროვიზიის მონაწილე 'სლიმანის' კონცერტი გაიმართება, რაც "ბოლო ნაბიჯი იქნება ეიფელამდე".

სნუპი ლოს ანჯელესშია დაბადებული, ამ ქალაქმა ოლიმპიადას 1932 და 1984 წლებში უმასპინძლა. ლოს ანჯელესი მიიღებს 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებსაც. გასულ თვეს, რეპერმა საჩვენებელ სპრინტზე, 200 მეტრი 34,44 წამში გაირბინა.

ჩირაღდანი საბერძნეთში აპრილში, ძველ ოლიმპიაში აანთეს, მას შემდეგ ცეცხლი მორბენალთა ესტაფეტის მეშვეობით, საფრანგეთამდე მიდიოდა.

სხვა სტატიები