Belive

სმეტოვმა შიდა კონკურენციაში მოიგო - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადისთვის

6 თვის წინ სხვა
2 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთისა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი ყაზახეთის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.

ყაზახებს სულ 7 ოლიმპიური ლიცენზია აქვთ და 90 და 100+ კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენლები არ ეყოლებათ.

დღეს დილით კი გაირკვა, რომ ოლიმპიადის საგზური ძალიან გამოცდილმა 31 წლის ფალავანმა - იელდოს სმეტოვმა მოიპოვა, რომელმაც ყაზახეთის შიდა კონკურენციაში გაიმარჯვა და სწორედ ამ გზით გაირკვა, თუ ვინ დაიცავდა პარიზის ოლიმპიადაზე, 60 კგ წონით კატეგორიაში ყაზახეთის ნაკრების ღირსებას.

შემადგენლობა

  • 60 კგ - ელდოს სმეტოვი (მსოფლიო ჩემპიონი, 2-გზის ოლიმპიური პრიზიორი)

  • 66 კგ - გუსმან ყირბიზბაიევი (მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი)

  • 73 კგ - დანიიარ შამშაიევი

  • 81 კგ - აბილაიხან ჟუბანაზარი

  • 100 კგ - შარხან ნურლიხანი

  • 48 კგ - აბიბა აბუჟაკინოვა (მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი)

  • +78 კგ - კამილა ბერლიკაში

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყაზახეთის ნაკრებს ამ შემადგენლობით გუნდურ პირველობაზე ასპარეზობის საშუალება არ აქვს, სწორედ ამიტომ, ისინი გუნდური პირველობისთვის, ქალთა წონითი კატეგორიიდან - ესმიგულ კუფლიოვას დაიმატებენ (63 კგ).

სხვა სტატიები