"საბრძოლო ხელოვნება პატივისცემაზე აშენდა" - ვიტორ ბელფორტი
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი ვიტორ ბელფორტი აბუ დაბის სასტუმროში მერაბ დვალიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ბრაზილიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხდარი დაგმო და ყურადღება თანამედროვე MMA-ში დამკვიდრებულ საგანგაშო ტენდენციაზე გაამახვილა.
მთელი ჩემი ცხოვრება ამ სპორტს მივუძღვენი. ვუყურებდი, როგორ გაიზარდა MMA არაფრიდან სავსე არენებამდე და მილიონობით მაყურებლამდე. დღეს კი ვხედავ ამას - მებრძოლს, რომელსაც მთელი გუნდი დაესხა თავს.
აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმესკენ თითი გავიშვირო, ან ვთქვა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. აქ ვარ იმისთვის, რომ დავსვა კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი? ჩვენ ყველანი. სულ ყველანი. როდესაც კონფლიქტს ვაკლიკებთ, ვაზიარებთ და მასში ფულს ვიხდით, მთელ ინდუსტრიას ვეუბნებით, რომ სწორედ ეს იყიდება.
საბრძოლო ხელოვნება პატივისცემაზე აშენდა. ეს არ არის WWE. ეს არის UFC. ეს არის MMA. აქ ყველაფერი რეალურია - რეალური სხეულები, რეალური ოჯახები და რეალური შედეგები. ასე როდემდე გაგრძელდება? სანამ ვინმე არ მოკვდება?
დღეს ასეა: რაც უფრო მეტად გადაკვეთ ზღვარს, მით მეტს გიხდიან. ეს უნდა შეწყდეს - ვიტორ ბელფორტი
Vitor Belfort condemns the attack on Merab Dvalishvili and questions MMA’s culture of rewarding controversy: “Until someone dies?” 😳
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) November 12, 2026
🗣️“I gave my whole life to the sport. I watched MMA grow from nothing to arenas full and millions of people watching. And today, I see this, a… pic.twitter.com/YusYBj1Ut8
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმან ნურმაგომედოვის ორ წევრს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯერჯერობით, ცნობილი არაა ზუსტად რომელ ორ ადამიანზეა საუბარი. გარდა ამისა, ნურმაგომედოვის გუნდელებს 300 000 დირჰამი ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯეს.
სასჯელი მერაბსა და საბასაც შეეხოთ. მათ 50-50 000 დირჰამი დააკისრეს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამას RAF გადაიხდის.