ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ფაქტობრივად დაწყებულია, თუმცა გახსნის ცერემონია ოფიციალურად ჯერ არ ჩატარებულა.
ოლიმპიადაზე წარმოდგენილნი ფაქტობრივად ყველა სპორტით დაინტერესებული ქვეყნის ლიცენზიანტები არიან.
ტრადიციულად ოლიმპიურ თამაშებზე არაერთი რეკორდი მყარდება და ასეთი ფაქტი უკვე დაფიქსირდა - სირიის ეროვნული ნაკრების სახელით, ტოკიო 2020-ზე, მაგიდის ჩოგბურთში 12 წლის სპორტსმენი გოგონა, ჰენდ ზაზა იასპარეზებს.
ჰენდ ზაზა იქნება ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მიუღია მონაწილეობა.