Belive

ბუდაპეშტის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 3 ქართველი იჭიდავებს | პრევიუ

2 წლის წინ სხვა
2 წთ
კარს მოგვადგა ბუდაპეშტის გრანდ სლემი, რომელიც სტარტს 8 ივლისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე მონაწილეობას 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მიიღებს. 8 ივლისს, ბუდაპეშტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იჭიდავებს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მსოფლიოს ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი და 2021;2022 წლების თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი - თემურ ნოზაძე. ლუხუმ ჩხვიმიანი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი - ლიორ რაფაილოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ლუხუმ ჩხვიმიანი მოლდოველ - ალექსანდრუ ტირსინას შეხვდება. ლუხუმ ჩხვიმიანი C ბადეში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, ლუხუმ ჩხვიმიანის მსგავსად ნოზაძეც განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ნოზაძე D ბადეში იჭიდავებს, სადაც იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ - დილან მუნროს დაუპირისპირდება. ბრიტანული ბარიერის დაძლევის შემთხვევში კი, ნოზაძის მეტოქე, ჩეხ - დავიდ პულკრაბეკსა და უნგრელ - მარტონ ანდრასს შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხევავაში, თუ ორივე ქართველი ნახევარფინალამდე წარმატებით მივა, ნახევარფინალური ეტაპი სწორედ ქართული იქნება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება და ეს ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის ჩემპიონი - ვაჟა მარგველაშვილია. ვაჟა მარგველაშვილი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთება, სადაც მისი მეტოქე, პოლონელ - პატრიკ ვავრიჩეკსა და დიდ ბრიტანელ - გრეგ უორის შორის გამარჯვებული იქნება. ვაჟას საკმაოდ კარგი ბადე აქვს და ექსპერტების აზრით, დიდი შანსია, რომ ქართველმა ევროპის ჩემპიონმა ფინალამდე მარტივად მიაღწიოს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი - ჰიფუმი აბე, ვაჟა მარგველაშვილს ფინალამდე ვერ შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი - 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები