Belive

"სიამოვნებით ჩამოვიდოდი ბერნაბეუზე და სახეში მოგცხებდი" - პიმბლეტი თოფურიას

2 თვის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტმა ილია თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია. ამჯერად, ინგლისელმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლის სურვილი გამოთქვა და მზადაა "მატადორს" ესპანეთში დაუპირისპირდეს.

მინდა ილიასთან ვიბრძოლო, დროს და თარიღს მნიშვნელობა არ აქვს. სიამოვნებით ჩამოვიდოდი "ბერნაბეუზე" და სახეში მოგცხებდი. ამას შენი ხალხის წინ გავაკეთებდი ცრუ ესპანელო, რადგან რეალურად გერმანელი ხარ. სიმოავნებით გითავაზებდი 90 000 მაყურებლის თვალწინ, რადგან "ბერნაბეუ" სანაგვეა. - ამბობს პადი პიმბლეტი

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი ილიას პოტენციურ მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთია. თოფურიასა და პიმბლეტს შორის დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს და არაა გამორიცხული ისინი ერთმანეთის პირისპირ ოქტაგონზეც ვიხილოთ.

სხვა სტატიები