Belive

შონ ო'მალის ოქტაგონზე დაბრუნება სექტემბერში სურს

8 თვის წინ სხვა
1 წთ

"შუგტემბერი" - წერს შონ ო'მალი საკუთარ X-ის გვერდზე. ეს ყველაფერი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონს რვაკუთხედში დაბრუნება სექტემბერში სურს. თუ ბრძოლა მართლაც სექტემბერში ჩაინიშნა მოსალოდნელია, რომ შონის 14 სექტემბერს ვიხილოთ. სწორედ ამ დღეს გეგმავს UFC ლას ვეგასში კერძოდ, Sphere-ში საღამოს გამართვას.

დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება იმისთვის თუ ვინ იქნება ჩემპიონის მომავალი მეტოქე. ეს მერაბ დვალიშვილია. ქართველი "მანქანა", რომელიც 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერიით მოდის. მერაბს 2018 წლის შემდეგ არ წაუგია და ბოლო შეხვედრაში ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა.

შონ ო'მალიმ უკანასკნელ დაპირისპირებაში მარლონ ვერას მოუგო. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ "შუგამ" მოწინააღმდეგე 5 რაუნდის განმავლობაში სცემა. შეგახსენებთ, რომ ო'მალისთვის ეს ბრძოლა ჩემპიონის რანგში პირველი იყო და ქამარიც წარმატებით დაიცვა.

სხვა სტატიები