შონ ო'მალის მერაბთან შეხვედრა მარტში სურს
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალიმ მერაბთან მარტში დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. "შუგამ" მშვენივრად იცის, რომ რევანშის შანსი ჯერ არ მიეცემა. დვალიშვილის მომავალ მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც რეიტინგში მეორე ნომერია და კარიერაში ჯერ არ დამარცხებულა.
მიუხედავად დანა უაითის დასტურისა, მერაბისა და უმარის ბრძოლა ჯერ არ ჩანიშნულია. სწორედ ამიტომ, ო'მალი იმედოვნებს, რომ დვალიშვილთან დაპირისპირებას კიდევ ერთხელ შეძლებს.
თუ ცალწარბა და მერაბი წლის ბოლომდე არ შეხვდებიან, მერაბს მარტში შევებრძოლები. - წერს შუგა საკუთარ X-ის გვერდზე
If unibrow and Merab don’t fight by the end of the year I’m fighting Merab in March. 🖕🏽 suck my sac if you don’t like that.
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) October 8, 2024
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქ დივიზიონში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო და საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა.