Belive

შონ ო'მალიმ ტიტული დაიცვა და ილია თოფურია გამოიწვია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ ტიტული პირველად დაიცვა. 5-რაუნდიანი დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის სრული დომინაციით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ მარლონ (ჩიტო) ვერას 25 წუთის განმავლობაში ისე ურტყამდა, რომ თავად მნიშვნელოვანი დარტყმა არ გაუტარებია.

მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ხუთივე რაუნდი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა და გასაკვირი ის უფრო იყო, რომ ჩიტო ვერა მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დარჩა და არ დაფინიშდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ო'მალიმ დანა ვაითს ესპანეთში წაყვანა და თოფურიასთან ბრძოლა სთხოვა, მან ქართველი ჩემპიონი გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ სუპერ მსუბუქი წონის პირველ ნომერს, მერაბ დვალიშვილს, დანა ვაითმა პირობა მისცა, რომ მომდევნო შეხვედრა სატიტულო იქნებოდა, ამიტომ უფრო სავარაუდოა, შონ ო' მალის მომდევნო დაპირისპირება სწორედ მერაბ დვალიშვილთან შედგეს.

სხვა სტატიები