"მერაბისა და შონის ბრძოლის ჩანიშვნას უნდა ველოდოთ" - შონ ო'მალის მწვრთნელი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩემპიონის ქამრის მოპოვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ შონ ო'მალისთან განმეორებითი ჩხუბი სურს. თუმცა, დანა უაითს განსხვავებული გეგმები აქვს. UFC 308-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ დვალიშვილის მომავალი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
შონ ო'მალის მთავარი მწვრთნელი კი თვლის, რომ მისი მოწაფისა და მერაბის რემატჩი სრულიად მოსალოდნელია.
ჩემი აზრით, მერაბისა და შონის ბრძოლის ჩანიშვნას უნდა ველოდოთ. გარკვეულ საკითხებს გამოვასწორებთ და ეს ჩხუბი სრულიად განსხვავებული იქნება. - განაცხადა ტიმ ველჩმა.
"შუგას" მწვრთნელმა ილიასთან შესაძლო შეხვედრაზეც ისაუბრა.
ვფიქრობ, არც ამ ამბავს ჩაუვლია. UFC-ში არასდროს იცი რა მოხდება. ჩემი აზრით, სტილისტიკურად შონს შეუძლია ილიას პრობლემა შეუქმნას, ეს ნამდვილად შეუძლია. - ამბობს ო'მალის მწვრთნელი.
მას შემდეგ, რაც შონ ო'მალიმ ვერას წინააღმდეგ ქამარი დაიცვა, ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. "მატადორმა" "შუგას" გამოწვევა არ მიიღო და შეახსენა, რომ ჯერ ძალები მერაბთან უნდა მოესინჯა, რაც მისთვის ქამრის დაკარგვის ფასად დასრულდა.