Belive

შონ ო'მალი მერაბის მიერ ბრძოლის ინფორმაციის გავრცელებას გამოეხმაურა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი უკვე რამდენიმე დღეა ინდოეთში იმყოფება და UFC-ის ეგიდით სხვადასხვა აქტივობებს მართავს. ქვეყნის დათვალიერებასა და აღმოჩენასთან ერთად, "მანქანა" სხვადასხვა შოუებსაც სტუმრობს. სწორედ ასეთი ერთ-ერთი სტუმრობისას, UFC India-სთან მერაბმა განაცხადა, რომ მისი და ო'მალის ბრძოლა UFC 306-ზე შედგება. ბრძოლა ლას ვეგასში Sphere-ში არის ჩანიშნული.

მერაბის მიერ ბრძოლის ინფორმაციის გავრცელება შონ ო'მალის აშკარად არ ესიამოვნა. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ამის შესახებ კომენტარი საკუთარ პოდკასტში გააკეთა.

მერაბი ნამდვილი 'ნერდია', უკვე ვეღარ ვითმენ როდის გავთიშავ. - ამბობს შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა. სამრაუნდიან დაპირისპირებაში "მანქანამ" დიდი დომინაცია აჩვენა და ყოფილი ჩემპიონი მიწასთან გაასწორა.

რაც შეეხება ო'მალის, მან ქამარი მარლონ ვერას წინააღმდეგ დაიცვა. 5-რაუნდიან საჩემპიონო ბრძოლაში "ჩიტო" უშანსოდ დამარცხდა.

სხვა სტატიები