რა თანხა გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ ალენთან ბრძოლაში?
UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენთან დამარცხდა. ალენი საკუთარ კედლებში ასპარეზობდა და ორთაბრძოლის ფავორიტადაც ითვლებოდა. სამრაუნდიანი დაპირისპირება მსაჯებმა ინგლისელის სასიკეთოდ გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ გიგასთვის UFC-ში ეს მეორე მარცხი იყო.
გიგა მთავარ ქარდზე პირველი ბრძოლაში გამოვიდა და ღონისძიების მთავარი ნაწილი მან გახსნა. UFC 304-ზე ჭიკაძემ არც ისე დიდი თანხა გამოიმუშავა. MMA Junkie-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მებრძოლმა სულ რაღაც $6, 000-ს მოუყარა თავი. რაც შეეხება მის მეტოქეს ალენმა $11, 000 მიიღო.
მთავარ ქარდზე მოასპარეზე მებრძოლების ანაზღაურება ასე გამოიყურება:
ბელალ მუჰამედი: $32,000
წაგებული - ლეონ ედვარდსი: $42,000
ტომ ასპინალი: $42,000
წაგებული - კურტის ბლეიდსი: $32,000
პადი პიმბლეტი: $6,000
წაგებული - ბობი გრინი: $21,000
გრეგორი როდრიგესი: $6,000
წაგებული - კრისტიან ლეროი დანკანი: $4,500
არნოლდ ალენი: $11,000
წაგებული - არნოლდ ალენი: $6,000