"მინდა მერაბთან ვიჩხუბო და მეორე ქამარიც მოვიგო" - ალექსანდრ პანტოჟა
9 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ალექსანდრ პანტოჟა ზედა წონაში ასვლითაა დაინტერესებული. მას სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან სურს ჩხუბი.
მინდა მერაბთან ვიჩხუბო და მეორე ქამარიც მოვიგო. ეს შესაძლებლობა თუ მომეცემა ჩემთვის შესანიშნავი იქნება. ჩემი აზრით, ჯერ ომალის უნდა შევხვდე რადგან მასთან პატარა ისტორია მაქვს და შემდეგ მერაბს. საკმაოდ კარგი გრეპლერი ვარ, ჯიუ-ჯიცუც მიყვარს. თუ მერაბი მიწაზე გადამიყვანს ეს ჩემთვის კარგი იქნება. მინდა ჩხუბი ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩატარდეს. ამის თაობაზე UFC-ს თხოვნით უკვე მივმართე. - განაცხადა ალექსანდრ პანტოჟამ
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ქამარი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა. ამავე ჩხუბში "მანქანამ" გდებების რეკორდიც მოხსნა (92) და ლეგენდარულ ჟორჟ სენ-პიერს გადაასწრო.