არმან ცარუკიანი: "ყველამ იცის, რომ ახლა ილიასთან უნდა ვიჩხუბო"
კატარის დედაქალაქმა დოჰამ UFC-ის ღონისძიებას პირველად უპასუხა. ჩვენთვის ეს ივენთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინასწარ ბრძოლებში (მეინ ქარდამდე) მონაწილეობას ალექსანდრე თოფურია იღებდა. ალექსანდრემ თავისი ბრძოლა მოიგო, დღის მთავარ დაპირისპირებაში კი არმან ცარუკიანმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და დენ ჰუკერი დაამარცხა.
არმანი უკვე დიდი ხანია ალექსანდრეს ძმას, ილიას იწვევს, რომელმაც ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგ მეორე დივიზიონის ქამარიც გადაიბარა. ცარუკიანი ნომერ პირველი კონტენდერია და ეს დაამტკიცა კიდეც. დენ ჰუკერთან მან დომინანტური ბრძოლა შემოგვთავაზა, მეორე რაუნდში კი ირლანდიელს საბმიშენით დაუსრულა ყველაფერი. არმანმა ილია რინგზევე გამოიწვია.
ყველას, ვისაც ჩემთან ბრძოლა ეკუთვნის, გაქცევას ცდილობს, განსაკუთრებით ილია. ახლა ყველამ იცის, რომ შემდეგი ილიასთან ჩხუბია. მე ნომერ პირველი კონტენდერი ვარ. მოდი ილია, დავდგეთ პირისპირ. მე უნდა ვიბრძოლო ტიტულისთვის და ეს უკვე იანვარში შემიძლია. - განაცხადა ოქტაგონიდან არმან ცარუკიანმა
ARMAN TSARUKYAN CALLS OUT ILIA TOPURIA! 👀🔥
— Championship Rounds (@ChampRDS) November 22, 2025
"Everybody's running, especially Ilia. There's just one #1 contender, it's Arman Tsarukyan. Don't make an easy fight.
I'm ready, end of January. Just send me contract." #UFCQatarpic.twitter.com/ACa1RgkfMR