"შესაძლოა UFC-მ ისლამთან ჩხუბისთვის ახალი ქამარი შექმნას" - ილია თოფურია
ილია თოფურიამ მის სავარაუდო მომავალზე ისაუბრა. ილიამ საკმაოდ საინტერესო ამბავი გააჟღერა. "მატადორის" თქმით, შესაძლოა UFC-მ ახალი ქამარი შექმნას, რომელიც საერთო რეიტინგის პირველი ნომრობისთვის იქნება. ილიამ ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პადიზე არის კონცენტრირებული.
ჩემს თავში პადი ტრიალებს. პადისთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი. თუ UFC ქვესაშუალო წონაში ისლამთან ჩხუბისთვის არ ამიშვებს, მასთან მესამე წონით კატეგორიაში ვიბრძოლებ. ვნახოთ, ალბათ წინ კიდევ ერთი ჩხუბი მელის. ზაფხულში გვაქვს თარიღი, როდესაც ისინი მომცემენ საშუალებას ქვესაშუალო წონაში ავიდე და მესამე ქამრისთვის ვიჩხუბო. შესაძლოა შექმნან ახალი ქამარი, რომელიც P4P-ის პირველი ნომრობისთვის შეთანხმებულ წონაში გათამაშდება და მისთვის ვიბრძოლებ. ვნახოთ რამოხდება, ბევრი ვარიანტი მაქვს. - განაცხადა ილია თოფურიამ
😳 Ilia Topuria wants to fight Islam Makhachev for a “pound-for-pound” title at a catchweight
— Home of Fight (@Home_of_Fight) November 24, 2025
“Maybe I’ll have one more fight, and then in the summer there’s a date when [the UFC] can let me move up to welterweight.
Or maybe they’ll create a new belt called the… pic.twitter.com/oiLb3yLKtn
შეგახსენებთ, რომ ბოლოს თოფურიამ ივნისში იჩხუბა. "მატადორმა" მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლა გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა.
რაც შეეხება ისლამს, მან ქვესაშუალო წონის ქამრისთვის დაპირისპირებაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.