შესაძლოა სტრიკლენდი 8-10 თვე ვეღარ დაბრუნდეს
ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლაში შონ სტრიკლენდმა რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო. მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს სახსრებზე. მიღებული ტრავმები მხრის ეფექტურად მოქმედებაზე ახდენს გავლენას. თუ შონი ამ პრობლემებს მალე არ მიაქცევს ყურადღებას, დარტყმის ძალა სერიოზულად შეუმცირდება.
🚨 Sean Strickland is dealing with multiple major shoulder injuries, including an AC joint separation, a severe SLAP tear in the labrum, and partial rotator cuff damage. These injuries affect shoulder stability, strength, and punching power especially important for striking and… pic.twitter.com/TZHaVubSj8
— West Till Death (@WestTillDeath) May 13, 2026
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეაბილიტაციის პერიოდმა შესაძლოა 4-6 თვეს გასტანოს. თუმცა, თუ ოპერაციის გაკეთება გახდება საჭირო, მაშინ სრულყოფილად დასაბრუნებლად შონს 8-10 თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ სტრიკლენმა საშუალო წონის ჩემპიონობა მოიპოვა. ტიტულისთვის ჩხუბში მან ხამზატ ჩიმაევი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.