"შესაძლოა მერაბი დიდ შარში აღმოჩნდეს" - ტიმ ველში
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი ტიტულის პირველი დაცვისთვის ემზადება. ქართველი მებრძოლი კარგ ფორმაშია და როგორც თავად ამბობს, მოწინააღმდეგის გატეხვას აპირებს. მისი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვია, რომელიც პროფესიონალურ კარიერაში არ დამარცხებულა.
აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აზრები ორად იყოფა. შონ ო'მალის მწვრთნელი ტიმ ველში თვლის, რომ უმართან ჩხუბში მერაბს პრობლემები შეექმნება.
უმარს კარგი შანსი აქვს, რომ 18 იანვარს ჩემპიონი გახდეს. ვნახოთ მოსამზადებელი პერიოდი როგორ წავა. ვიცი, რომ მოტეხილობა ჰქონდა და თუ მერაბი დარტყმებს იქ დაუმიზნებს, შესაძლოა ჭიდაობა ვერ შეძლოს. არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება მაგრამ, ის ვიცი რომ უმარი ყოველმხრივ კარგი მებრძოლია. მას კარგი სტრაიკინგი, ჯიუ-ჯიცუ და ჭიდაობა აქვს. ყველაზე კარგი ის არის, რომ უმარს ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა შეუძლია. ის ნურმაგომედოვია და ეს ბიჭები ძალიან საშიშები არიან. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ მერაბის ბრძოლა აშშ-ში გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩხუბი საქართველოს დროით 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება.