Belive

"ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ილიას მოერგება" - პიმბლეტის მწვრთნელი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტის მწვრთნელი ამბობს, რომ ილიასთვის მზადება უკვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, ელის ჰამპსონი იმედოვნებს, რომ UFC ამ ჩხუბს ჩანიშნავს.

ვმუშაობთ თარიღზე და იმედი გვაქვს, რომ ილიას შევხვდებით. ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ილიას მოერგება. პადი რაღაცის დასტურს ელოდება და მალე ახალ ამბავს გავიგებთ.

პადის ასეთი ცუდი დამოკიდებულება არცერთი ოპონენტის მიმართ არ ჰქონია. პრესკონფერენციებზე კამათი ყოფილა, მაგრამ მას და ილიას ერთმანეთი არ მოსწონთ. ეს არის ბრძოლა, რომელსაც UFC ჩანიშნავს და ეს ჩხუბი ორივე მებრძოლს სურს. - ამბობს ელის ჰამპსონი

შეგახსნებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ჩხუბი ჩარლზ ოლვეირას წინააღმდეგ ივნისში გამართა. მან მსუბუქი წონის ჩემპიონობა პირველი რაუნდის ნოკაუტის შემდეგ იზეიმა.

რაც შეეხება, პადის, მან მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. ეს ჩხუბი აპრილში UFC 314-ზე გაიმართა და გამარჯვება პადიმ მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

სხვა სტატიები