Belive

"შესაძლოა ილიამ და ხამზატმა ფოკუსი დაკარგეს" - ისლამ მახაჩევი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ ხამზატისა და ილიას მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ვარჯიშზე უფრო მეტად ფოკუსირებულია. როგორც თავად ამბობს, ამ წაგებებმა აჩვენა, რომ სპორტში აუთსაიდერები არ არსებობენ.

გუნდის შიგნით ვისაუბრეთ იმ ბიჭებზე, რომლებიც დამარცხდნენ. შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა ფოკუსი დაკარგა, ან ზოგიერთი არ ვარჯიშობდა, მაგრამ ჩვენი დარბაზი ასე არ მუშაობს. ჩვენ ყოველთვის ბევრს ვვარჯიშობთ, ყველაზე მეტს. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემპიონი ხარ თუ არა, დარბაზის შიგნით ყველანი თანასწორნი ვართ და ყველა მწვრთნელი ძალიან გვაიძულებს ბოლომდე დავიხარჯოთ. - განაცხადა ისლამმა

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს წინ იან გარისთან ბრძოლა ელის. 15 აგვისტოს ჩანიშნული ჩხუბი საშუალო წონის ქამრისთვის იქნება, რომელიც ფილადელფიაში გაიმართება.

სხვა სტატიები