Belive

შესაძლოა აზერბაიჯანმა UFC-ს ღონისძიებას უმასპინძლოს

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისტი არიელ ელვანი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. მისი თქმით, შესაძლოა ზაფხულში UFC აზერბაიჯანში ჩავიდეს. თუ ელვანის დავუჯერებთ, ჩვენი მეზობლები ღონისძიებას ივნისში უმასპინძლებენ.

წყაროებზე დაყრდნობით, UFC ახლოს არის რომ აზერბაიჯანში სადებიუტო ღონისძიება გამართოს. ბრძოლების ჩანიშვნა ივნისში იგეგმება. - განაცხადა არიელ ელვანიმ

შეგახსენებთ, რომ UFC-ში აზერბაიჯანის სახელით მხოლოდ რაფაელ ფიზიევი იბრძვის. ფიზიევმა სულ ახლახანს გამათა გეიჯისთან ჩხუბი, რომელიც წააგო. მას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 12 მოიგო.

სხვა სტატიები