Belive

მაკგრეგორს მაქს ჰოლოუეისთან მესამე ბრძოლა სურს

5 საათის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორს მაქს ჰოლოუეისთან მესამე ბრძოლა სურს და აცხადებს, რომ მათი მეორე ბრძოლისას მიღებული ტრავმის გამო, იმ შედეგით დღემდე უკმაყოფილოა.

ივლისში, UFC 329-ის მთავარი ბრძოლის პირველ რაუნდში, ჰოლოუეიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც მაკგრეგორმა მუხლის ტრავმა მიიღო. BKFC Glasgow-ს ღონისძიების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის ყოფილმა ორგზის ჩემპიონმა მაქს ჰოლოუეიზე ისაუბრა.

„შემდეგი მეტოქე აუცილებლად ჰოლოუეი უნდა იყოს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ეს ბრძოლა. მას ერთხელაც არ უცდია შეტევაზე გადასვლა. სწორედ მან მოითხოვა ბრძოლის შეწყვეტა... ბრძოლა სწორედ მან დაასრულა“ - კონორ მაკგრეგორი

ირლანდიელის მტკიცებით, ტრავმის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელება შეეძლო.


„მას ბრძოლა არ სურდა. ერთი ფეხითაც მოვუგებდი. ჩემთან მოახლოებასაც კი ვერ ბედავდა, იმ ბრძოლის შედეგი ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და გულდასაწყვეტი იყო, რომ დღემდე ვერ ვეგუები“

- კონორ მაკგრეგორი

სხვა სტატიები