Belive

"შეპირებული MMA-ს ბრძოლისთვის მზად ვარ" - მაკგრეგორი მეივეზერს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორის დაბრუნებაზე ეჭვები უფრო მყარდება. რთულია ამ ყველაფერს ეჭვები ვუწოდოთ, რადგან თავად კონორსაც ბევრჯერ უთქვამს, რომ თეთრ სახლში ჩხუბისთვის მზად იქნება. გამომდინარე აქედან, დიდია ალბათობა, რომ ირლანდიელი ამ ისტორიულ ღონისძიებაზე ვიხილოთ.

მაკგრეგორმა ამ ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.

ფლოიდ მეივეზერ, შეპირებული MMA-ს ბრძოლისთვის თუ მზად იქნები, მე აქ ვარ. გავიგე, რომ თეთრი სახლი ზაფხულში ლამაზი უნდა იყოს.

ჩენდლერთან და მეივეზრეთან ჩხუბი ერთ საღამოს შემიძლია. ფლოიდი MMA-ში? ადვილია, 10 წამი დამჭირდება. - განაცხადა კონორმა

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.


აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ კონორისა და ფლოიდის კრივის ბრძოლა ამ უკანსკნელის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები