Belive

"შენთან ერთად სიამოვნებით ვივარჯიშებდი" - მერაბ დვალიშვილმა ცუკერბერგს მიმართა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სოციალური პლატფორმა Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ძალები საბრძოლო ხელოვნებაში მოსინჯა. ამჯერად ცუკერბერგმა არჩევანი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ პირველივე შეჯიბრზე მან ოქროსა და ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. მის დებიუტს გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილიც, რომელმაც მარკს მასთან ერთად ვარჯიში შესთავაზა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mark Zuckerberg (@zuck)

"გილოცავ ზაკ ყოჩაღ. შენთან ერთად სიამოვნებით ვივარჯიშებდი" - წერს მერაბი ცუკერბერგის პოსტზე.

საინტერესოა, რომ Facebook-ის დამფუძნებელს მერაბის შემოთავაზება მოეწონა და ასეთი პასუხი გასცა:

"მოდი ეს გავაკეთოთ. მე ჭიდაობაში ვარჯიში მჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა ჰენრი სეჰუდო მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებას ითხოვა.

Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, სეჰუდომ ორგანიზაციის პრეზიდენტს, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის ორგანიზება სთხოვა.

ეს დასასრული არაა. მერაბ დვალიშვილის თავი მსურს ლანგრით

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Henry Cejudo (@henry_cejudo)

სხვა სტატიები